საყურადღებო ინფორმაცია! - რატომ არ უნდა მივირთვათ ტარხუნა ცოცხლად
1744868639
ცნობილი უკრაინელი პედიატრი, ევგენი კომაროვსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის რჩევებს აძლევს საზოგადოებას, როგორ მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ატომური სადგურიდან რადიო აქტიური ნივთიერების გაჟონვა მოხდება.
კომაროვსკის თქმით, დასხივების თავიდან აცილება, მკაცრად გაწერილი წესების დაცვისა და იოდის სწორად მიღების შემთხვევაშია შესაძლებელი.
როგორ დავიცვათ თავი რადიაციისაგან:
„პირველი, რაც რადიოაქტიური დაბინძურების დროს ხდება, რადიოაქტიური იოდის გამოფრქვევაა, რომელიც ფარისებრ ჯირკვალს კლავს. ამიტომ, არსებობს თავდაცვის უმნიშვნელოვანესი წესები. როდესაც არსებობს რადიოაქტიური საფრთხე, უნდა მიიღოთ ჩვეულებრივი იოდი - ფარისებრი ჯირკვალი ამ იოდით იქნება დაკავებული და მის დაცვას შეძლებთ დაზიანებისგან. ეს მაშინ უნდა გააკეთოთ, როდესაც საფრთხე რეალურია. განგაშის გამოცხადებიდან პირველივე წუთებსა და საათებში. თუ ამას პირველი ორი საათის განმავლობაში გავაკეთებთ, დაცვა 90 პროცენტს აჭარბებს. აფეთქებამდე 20 წუთით ადრე კი, ეს თითქმის 100%-ით დაგვიცავს,“- ამბობს ევგენი კომაროვსკი.
აფთიაქში შეიძინეთ კალიუმის იოდის აბები - დოზები:
➤ 2 წლის ასაკის ზემოთ, ადამიანმა ერთჯერადად უნდა მიიღოს 125 მილიგრამი, რაც ნახევარი აბია
➤ ორ წლამდე ბავშვს უნდა მივაღებინოთ 40 მილიგრამი, რაც აბის მეექვსედია
ამ აბების ალტერნატივაა 5 პროცენტიანი იოდის ხსნარი, მისი მიღების წესი კი შემდეგია:
➤ 14 წელზე მეტი ასაკის ადამიანმა უნდა მიიღოს 40 წვეთი – ჩააწვეთეთ ის თბილ რძეში ან წყალში და დალიეთ ერთჯერადად
➤ 5-დან 14 წლამდე ასაკში დოზა 20 წვეთია და აგრეათვე თბილ რძესა და წყალში ჩაწვეთებული მიიღება
➤ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში კი ამ წვეთების შინაგანად მიღება არ შეიძლება, ამის ნაცვლად, 20 წვეთი იოდი გახსენით წყალში და ბავშვს კანზე, ბარძაყებზე, წინამხარზე წაუსვით
➤ 2-დან 5 წლის ბავშვებში უნდა გამოიყენოთ 20 წვეთი
➤ ორ წლამდე ბავშვებს კი 10 წვეთი, იგივე წესით წაუსვით.
ეს მხოლოდ ერთხელ უნდა გააკეთოთ და არავითარ შემთხვევაში არ გაიმეოროთ - გვაფრთხილებს სპეციალისტი.