ცნობილია, „კანონიერი ქურდის“ ვინაობა, რომელსაც დაუსწრებლად ბრალი წარუდგინეს
1783500416
გლობალური უსაფრთხოების ბედი ახლა წყდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიის პარლამენტისადმი მიმართვისას განაცხადა.
„რუსეთმა დაიწყო ჩვენ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი. ის ბომბავს მშვიდობიან დასახლებებს და ჩვენს ხალხს, კლავს ბავშვებს, ბლოკადაში ჰყავს მოქცეული ქალაქები, ასობით ათასი ადამიანი წყლის, საკვების, სითბოსა და სინათლის გარეშე ჰყავს. ათასობით ბავშვი გაჰყავს, უფრო სწორად კი იტაცებს მათ უკანონოდ თავის ტერიტორიზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.