მძიმე ავარია თბილისის შემოვლით გზაზე - არის მსხვერპლი
1775473183
გაერო-მ კომისიის სამი წევრი დანიშნა, რომლებიც უკრაინაში სამხედრო დანაშაულის მტკიცებულებებს შეაგროვებენ. აღნიშნული პირები გამოკითხავენ თვითმხილველებს და მოაგროვებენ მასალებს, რომლებიც მოგვიანებით სასამართლო პროცესზე იქნება წარდგენილი. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კომისიას ნორვეგიელი ერიკ მიოსე უხელმძღვანელებს, რომელიც რუანდის საერთაშორისო ტრიბუნალის ყოფილი თავმჯდომარე და ნორვეგიის უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეა. ასევე, კომისიის წევრებს შორის არიან ბოსნია და ჰერცეგოვინის ადამიანის უფლებათა კომისარი იასმინკა ჯუმჰური და გაერო-ს ყოფილი სპეციალური მომხსენებელი სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების საკითხებში, კოლუმბიელი პაბლო დე გრეიფი.
კომისიის შექმნის წინადადება უკრაინამ, ევროკავშირმა, აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ წამოაყენეს. უკრაინა და მისი მოკავშირეები რუსეთის არმიას უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო დანაშაულის ჩადენაში სდებენ ბრალს.
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264
ქეთი დოლიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1775423811