1732386875
ზელენსკი გაეროს მოუწოდებს რუსეთის მიერ კრემენჩუკზე განხორციელებული თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასოს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართავს რუსეთის მიერ კრემენჩუკზე განხორციელებული თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასოს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„სამწუხაროდ, დღეს გაერო-ს არ აქვს ტერორისტი სახელმწიფოს იურიდიული განსაზღვრება, მაგრამ ასე თუ ისე საჭიროა ამ სტატუსის უზრუნველყოფა იურიდიულად, რათა დაისაჯოს ტერორისტი სახელმწიფო. გთავაზობთ, რომ გაკეთდეს განცხადება და მიღებული იქნას გადაწყვეტილება, რომ ეს ტერორისტული აქტი იყო. გაერო-ს წესდება მოიცავს ვალდებულებას, რომელიც გულისხმობს მშვიდობის მხარდაჭერას. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ წევრი სახელმწიფო, რომელიც ამ პრინციპს არღვევს, შესაძლოა, გენერალური ასამბლეიდან და უშიშროების საბჭოდან გაირიცხოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს, მას ჯერ კიდევ არ უგია პასუხი საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიში განახორციელა.