1732386875
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სრული დეოკუპაცია აუცილებელია - ზელენსკი
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სრული დეოკუპაცია აუცილებელია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას გააკეთა.
„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სრული დეოკუპაცია აუცილებელია და ვინც თვალს ხუჭავს რუსეთის მიერ ასეთი ობიექტის ოკუპაციაზე, რუსეთის მიერ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიისა და ობიექტების დაკავებაზე, რეალურად ხელს უწყობს არა მხოლოდ რუსეთის ამ ბოროტებას, არამედ, ზოგადად, ტერორს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ძალა და საშუალება მივმართოთ ტერორისტულ სახელმწიფოზე ზეწოლისა და გავლენის მოხდენისკენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს, იგორ კლიმენკოს დაავალა ყველა საჭირო ზომისა მიღება და ხალხის ყველა შესაძლო რისკის შესახებ ინფორმირება.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის და ვინც უკრაინასთან ერთად „იცავს სიცოცხლესა და კაცობრიობას“.
ასევე ნახეთ:
👉გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა
👉 ცნობილია, რა დაემართა „ტიტანს“ და როგორ დაიღუპა ეკიპაჟის ხუთივე წევრი
👉როდის გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსის განახლებული პროგნოზი
👉VIDEO: „იავნანა ფეხმძიმეთათვის" - ლიზა ჩიჩუას შესრულებამ სოცქსელი დაიპყრო