ცნობილია, რა დაემართა „ტიტანს“ და როგორ დაიღუპა ეკიპაჟის ხუთივე წევრი

ტიტანი

23 ივნისს, საღამოს, ბატისკაფ "ტიტანის" კომპანიამ OceanGate-მა დაადასტურა, რომ მათი წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის ხუთივე წევრი გარდაცვლილია.

მოგვიანებით ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენელმაც დაადასტურა.

მან ასევე მიზეზზეც ისაუბრა,სადაც ახსნა, რომ გემზე მოხდა იმპლოზია, წნევის გამო ბატისკაფი ფაქტობრივად ქილასავით შეიკუმშა.

აშშ-ის სანაპირო დაცვის ადმირალმა, ჯონ მაუგერმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ „ნამსხვრევების ველი“, რომელიც აღმოაჩინეს, შეესაბამება ნავის კატასტროფულ აფეთქებას.

„ერთიანი სარდლობის ექსპერტებთან კონსულტაციით, ნამსხვრევები შეესაბამება კამერის კატასტროფულ აფეთქებას“,- განაცხადა ადმირალმა.

ცნობისთვის, „ტიტანი“, სადაც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, „ტიტანიკის“ ნამტვრევების დასათვალიერებლად 18 ივნისს გაემგზავრა. საათსა და 45 წუთის შემდეგ, ის რადარებიდან გაქრა.

ასევე ნახეთ:

👉ტიტანიკისკენ მიმავალი „ტიტანი“ — ყველაფერი, რაც გაუჩინარებული წყალქვეშა აპარატისა და მისი ძებნის შესახებ ვიცით

👉რაზე აწერინებდნენ ხელს ექსპედიციის მსურველებს: OceanGate-ის ყოფილი თანამშრომლის აღიარება და გაუჩინარების ვერსიები

👉გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა

👉დაკარგული ბატისკაფის, "ტიტანის" ოპერატორმა კომპანიამ ეკიპაჟი გარდაცვლილად გამოაცხადა

👉ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სრული დეოკუპაცია აუცილებელია - ზელენსკი

👉„ტიტანის“ მფლობელმა ტურისტებისა და წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის გადარჩენის შესაძლებლობაზე ისაუბრა