7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათ
1792699875
უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური სადგური მთლიანად კონტროლიდანაა გასული. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ექსპერტთა ჯგუფს სადგურის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევათ, რაც განგაშის საფუძველს იძლევა. სადგურზე დარღვეულია ბირთვული უსაფრთხოების ყველა პრინციპი და მის სიახლოვეს აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსულმა ძალებმა მარტის დასაწყისში დაიკავეს. ის ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია.