13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1773343369
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) უკრაინის ჯანდაცვის მხარდასაჭერად დამატებით 1.8 მილიონი დოლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აღნიშნული დახმარება უკრაინაში ინფექციური დაავადებების გამოვლენისა და ეპიდემიოლოგიური ვითარების ზედამხედველობისკენ იქნება მიმართული.
„თითქმის 6 თვის განმავლობაში, უკრაინის ჯანდაცვის სისტემა მიმდინარე კონფლიქტის გამო სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა. ჩვენ ვხედავთ Covid-19-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდას, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევების შესაბამისი ზრდით, რაც „ომიკრონის“ შტამის BA.5 ქვევარიანტით არის გამოწვეული, რომელიც ივნისის დასაწყისის შემდეგ ევროპაში სწრაფად გავრცელდა“, - განაცხადა ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ.
როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, USAID-მა უკრაინაში კრიტიკული ჯანდაცვის მხარდასაჭერად 15.5 მილიონი დოლარი გამოყო.
13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1773343369
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1773344418