1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ბოროტების ფორმა გახდა სხვა, არსი კი უცვლელია. დამპყრობლები საკუთარ თავს გამათავისუფლებლებს ეძახიან, საკუთარი არმიის შეჭრას თავდაცვას არქმევენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მან რუსული აგრესია ნაციზმს შეადარა.
„ახალი დღე და ახალი ბოროტება. ყველაფერი ერთ წამში ხდება. იმ წამს, როდესაც მსოფლიო ვერ ამჩნევს. ზოგს ეძინება. ზოგიერთს ღრმა ძილით სძინავს, ვიღაც ყურადღებას არ აქცევს. საერთო ჯამში კი ყველა დუმს. და ყველა ერთნაირად ფიქრობს, რომ ეს მას არ შეეხება: ომი შორსაა, სადღაც დნესტრისპირეთში, ეს მოლდოველების პრობლემაა; სადღაც აფხაზეთსა და ოსეთში, ეს ხომ ქართველების სადარდებელია; სადღაც ყირიმში ან დონბასში, ეს უკრაინელების სადარდებელია; ეს ჩვენ არ შეგვეხება, რაკეტა ჩვენთან არ მოფრინდება, ჩვენ არ არ მოგვაკითხავენ. სამწუხაროდ, შემდეგ ეს ყველას სადარდებელი ხდება. ადრე თუ გვიან, საშინელი ომის მოგონებები რეალობად იქცევა. მეზობელი აგრესორი ხდება. აგრესორი ხდება ტერორისტი, ნაციზმი კი მისაბაძი მაგალითი. ის შეიძლება, მოვიდეს ახალი ნიღბით, ახალი ლოზუნგებით, თუმცა იმავე მიზნით. სამწუხაროდ, ჩვენ ამის შესახებ წიგნებიდან არ ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ ბოროტება შეიძლება, ჩვენს სახლებში მოვიდეს. ბოროტების ფორმა გახდა სხვა, არსი კი უცვლელია. დამპყრობლები საკუთარ თავს გამათავისუფლებლებს ეძახიან, საკუთარი არმიის შეჭრას თავდაცვას არქმევენ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.