პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები ე.წ. ბინძური ბომბის შესაძლო კვალს უკრაინაში მდებარე ორ ბირთვულ ობიექტზე შეისწავლიან.
როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, ინსპექტორები შეეცდებიან, მიაკვლიონ ნებისმიერი სახის ბირთვული საქმიანობისა და მასალის კვალს, რომლის შესახებაც უკრაინამ ინფორმაცია დამალა და შეიძლება, დაკავშირებული იყოს ე.წ. ბინძური ბომბის მომზადებასთან.
„როგორც კი ჩვენი შემოწმება დასრულდება, ჩვენს შედეგებს შევაფასებთ და მათ შესახებ ინფორმაციას გავასაჯაროებთ ისე, როგორც მიღებული პრაქტიკა გვავალდებულებს. თუმცა, მაღალი ინტერესისა და საკითხის სასწრაფო ხასიათიდან გამომდინარე, სააგენტო შემოწმების შედეგებს ჯერ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს, უკვე შემდეგ კი საზოგადოებას წარუდგენს“, – განაცხადა გროსიმ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებისთვის მზადებაში რუსეთის ფედერაციამ დაადანაშაულა. დასავლეთშიც და კიევშიც ინფორმაციას სიცრუე უწოდეს.