კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
ყოველდღე ვუახლოვდებით იმას, რომ ჩვენი არმია ტექნოლოგიურად და დამრტყმელი ძალით, ოკუპანტებზე აღმატებული იყოს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ყოველდღე ვმუშაობთ ჩვენი დაცვის გასაძლიერებლად. ეს უპირველეს ყოვლისა არის იარაღის მიწოდება. ყოველდღე ვუახლოვდებით იმას, რომ ჩვენი არმია ტექნოლოგიურად და დამრტყმელი ძალით, ოკუპანტებზე აღმატებული იყოს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ პარტნიორებზეა დამოკიდებული, მათი მზადყოფნიდან, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც თავისუფლების დასაცავად არის საჭირო. ველოდები კარგ ამბებს ამის თაობაზე, უკვე მომდევნო კვირას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინელმა ლიდერმა აქვე მსოფლიოს მოუწოდა ოფიციალურად აღიარონ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ და ტერორიზმის სპონსორად.
„ეს უბრალოდ სიმართლეა. ეს არის სამართლიანი და ასახავს ყოველდღიურ რეალობას, რომელიც ოკუპანტებმა უკრაინაში შექმნეს და ამის შემდგომ ევროპაში გატანა ძალიან სურთ. ეს იურიდიულად გამყარებული უნდა იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.