ყირიმის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინელების ნების გათვალისწინებით უნდა მიიღოს - ბლინკენი

Antony Blinken

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ყირიმის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, უკრაინელების ნების გათვალისწინებით უნდა მიიღოს.

„უკრაინა დემოკრატიული ქვეყანაა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არის პასუხისმგებელი ქვეყნის ხელმძღვანელობაზე“, - აცხადებს ბლინკენი. 

მისი თქმით, ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად აშშ მზადაა დაეხმაროს უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვაში და ქვეყნის ოკუპირებული ნაწილების დაბრუნებაში.

ამასთან, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ ყირიმთან დაკავშირებით უკრაინა კომპრომისზე არ წავა.