ყაზახეთში ერთი წლის განმავლობაში 700-ზე მეტი საქმე აღძრეს უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლების წინააღმდეგ

ყაზახეთში ერთი წლის განმავლობაში 700-ზე მეტი საქმე აღძრეს

ყაზახეთში ერთი წლის განმავლობაში 700-ზე მეტი საქმე აღძრეს მათ წინააღმდეგ, ვინც უკრაინაში რუსეთის მხარეს საომრად გაემგზავრა.

როგორც მედია წერს, ყაზახეთის მთავრობამ რუსულ სამხედრო ფორმირებებში გაწევრიანებული, უკრაინაში ომის მონაწილეების წინააღმდეგ 2025 წელს ასეულობით საქმე აღძრა.

საუბარია პირებზე, რომელთაც კონტრაქტი გააფორმეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და ასევე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“.

„ბიბისის“ ცნობით, უკრაინაში მიმდინარე ომში ყაზახეთის 200-მდე მოქალაქე დაიღუპა.

როგორც მედია წერს, ყაზახეთში ამ დრომდე უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეების მსურველებს აფრთხილებდნენ, რომ მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაემუქრებათ.

სიტუაცია 2025 წლის დასაწყისიდან შეიცვალა, როდესაც გამოქვეყნდა დაქირავებული მებრძოლების პირადი მონაცემები. უკრაინულმა მედიამ აპრილსა და ივლისში გამოაქვეყნა სია, რომელშიც უკრაინაში ომის მონაწილე ყაზახეთის 1 200 მოქალაქე მოხვდა.