ყაზახეთში 10 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

ყაზახეთი

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბერიკ უალიმ განაცხადა.

„ტრაგიკული მოვლენების შედეგად გამოწვეულ მსხვერპლთან დაკავშირებით, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა გადაწყვიტა, რომ 2022 წლის 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადოს,“- დაწერა პრეზიდენტის პრესსპიკერმა „ფეისბუქში.“

შეგახსენებთ, ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე არეულობის დროს 164 ადამიანი დაიღუპა.