პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფინელ სპორტსმენს, რემი ლინდჰოლმს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ძლიერი ყინვის გამო, სასქესო ორგანო მოეყინა.
„ეს ყველაზე საშინელი შეჯიბრი იყო, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია. მაქსიმალურად ვცდილობდი ტკივილისთვის გამეძლო. თუმცა, აუტანელი ტკივილი მაშინ ვიგრძენი, როდესაც რბოლა დასრულდა და სხეულის ნაწილებმა გათბობა დაიწყეს," - განაცხადა სპორტსმენმა.
სპორტსმენი ყინვასა და ქარში საათზე მეტხანს იმყოფებოდა. ამის გამო, მას პენისი მეორედ გაეყინა. აღსანიშნავია, რომ ასეთი რამ, მას პირველად გასულ წელს, სამშობლოშიც დაემართა.