რას ამბობს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი თქვენზე
1743845400
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს უკრაინაში ეპატიჟება, იმისთვის რომ „მაკრონმა თავად ნახოს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სისასტიკე და მიხვდეს, რომ ეს არა მხოლოდ ომი, არამედ უკრაინელი ხალხის გენოციდია“. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ვფიქრობ, მას სურს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ რუსეთი დიალოგზე წამოვიდეს. მას უბრალოდ ვუთხარი – იმისთვის, რომ გაიგოს, ეს არა მხოლოდ ომი, არამედ გენოციდია, როცა შესაძლებლობა ექნება, უნდა ჩამოვიდეს. ის ჩამოვა, ნახავს და დარწმუნებული ვარ, მიხვდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის ზელენსკის თქმით, მას ასევე სურს, რომ უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩავიდეს.