გასაჯაროვდა ჩერნობილის ავარიიდან 40 წლის შემდეგ ჩატარებული კვლევის შედეგები
1792264231
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა უკვე 10-ზე მეტჯერ სცადეს, ამის შესახებ უ კრაინის პრეზიდენტისადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა.
„ჩვენი უცხოელი პარტნიორები 2-3 მცდელობაზე საუბრობენ. ჩემი აზრით, ასეთი მცდელობა უკვე 10-ზე მეტი იყო. ჩვენ მუდმივად მოგვდის ოპერატიული ინფორმაცია, რომ არსებობს რაღაც დივერსიული ჯგუფები, რომლებსაც სამთავრობო კვარტალში შეღწევა სურთ.
უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ეს რისკები არსად არ გამქრალა. დასავლური დაზვერვა არ ცდება, როდესაც ამბობს, რომ პუტინის მთავარი სამიზნე ვოლოდიმირ ზელენსკია“, - განაცხადა პოდოლიაკმა.