პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თინა კანდელაკი გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის მიერ, მის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებასთან დაკავშირებით Telegram არხზე პასუხობს.
მისი თქმით, განცხადება ბევრ ტყუილს შეიცავს.
„ძვირფასო ირინა ვალენტინოვნა ვენედიქტოვა! მე არ მოგმართავთ „პატივცემულო”, რადგან გენერალურ პროკურორებს პატივს სცემენ არა თავიანთი პოზიციისთვის, არამედ კანონის უზენაესობის მიმართ კეთილსინდისიერი მუშაობისთვის.
თქვენს განცხადებას კი ეს არ შეეხება და როცა ამ ტექსტის კითხვას დაასრულებთ, მიხვდებით რატომაც. თქვენ მადანაშაულებთ, რომ რუს და უკრაინელ მოსახლეობას ვაფრთხილებდი, რომ არ დაიჯერონ ყალბი ცნობები.
კონფლიქტის დროს ყოველთვის ბევრი ტყუილია, როგორც თქვენს ტექსტში. არ ვიცი, როგორი პროკურორები მუშაობენ თქვენთან, ისინი ნამდვილად არ იცავენ თქვენი ფორმის ღირსებას.
ვინც ჩემი საქმე მოგიტანათ, სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლონ სამსახურიდან არაკომპეტენტურობის გამო.
თქვენ ციტირებთ ჩემს 24 თებერვლის ტექსტს, სადაც მე ვწინასწარმეტყველებ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რადას დეპუტატების საზღვარგარეთ გაქცევას და იანუკოვიჩის დაბრუნებას. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ეს სიტყვები არც 24 თებერვალს მითქვას და არც სხვა დღეს. სამწუხაროდ, ეს არ გამორიცხავს უკრაინელი პოლიტიკოსების შესაძლო გაქცევას,“ - წერს თინა კანდელაკი.
ცნობისთვის, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში თინა კანდელაკის საერთაშორისო ძებნაში გადაცემის პროცესს დაიწყებენ.
„როგორც გენერალური პროკურორი, გატყობინებთ, რომ უკრაინაში თქვენი საპროცესო სტატუსი ასეთია - ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენაში. უახლოეს დღეებში უკრაინელი პროკურორები თქვენს საერთაშორისო ძებნაში გადაცემის პროცესს დაიწყებენ. თქვენ ხართ კრემლის სამხედრო მანქანის იდეებისა და ლოზუნგების ერთ-ერთი მთავარი "გამავრცელებელი“, - მიმართავს ვენედიქტოვა კანდელაკს.