ვინ არის რუსეთში მყოფი ქართველი მომღერალი, რომელმაც სანქციების გამო მილიონები დაკარგა და ახლა, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება

dolari

რუსეთში მყოფმა ქართველმა მომღერალმა, გრიგორ ლეფსვერიძემ, იგივე გრეგორი ლეპსმა სანქციების გამო 20 მილიონი დოლარი დაკარგა. ახლა ის, ოკუპირებულ დონბასში რუსულ საოკუპაციო ძალებთან ერთადაა. 

"პოპ მომღერალმა გრეგორი ლეპსმა აშშ-ისა და ევროპის სანქციების გამო დიდი თანხა დაკარგა".  ამის შესახებ KP.RU კონცერტის რეჟისორ კირილ ჩიბისოვზე დაყრდნობით წერს.

მან აღნიშნა, რომ გასული 20 წლის განმავლობაში ლეპსი გამომუშავებული თანხის ნაწილს ამერიკულ და ბრიტანულ ბანკებში ინახავდა.

”ახლა მომღერალი ვერ წავა ვერც ლონდონში და ვერც - ამერიკაში. მისი ყველა ანგარიში გაყინულია, მას არ აქვს ფულზე წვდომა.

ლეპსი იქ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულია. გასაგებია, რომ მას უკანასკნელი თანხა არ დაუკარგავს, მაგრამ სანქციების სიების მსხვერპლია.

ჩემი შეფასებით, გრიგორი ლეპსმა 20 მილიონ დოლარზე მეტი დაკარგა, ”- ამბობს ჩიბისოვი.

მანამდე გრიგორი ლეპსმა განქორწინების შემდეგ პირად ცხოვრებაში თავისუფლებაზე ისაუბრა.

„ახლა სრულიად თავისუფალ ფრენაში ვარ. ჩემი გული თავისუფალია, ჯერ არცერთ გოგოს არ დაუპყრია ის და მართალი გითხრათ, რთული იქნება მისი მოგება, ”- თქვა 59 წლის მომღერალმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქალებში ყველაზე მეტად პატიოსნებას, წესიერებას და სიკეთეს აფასებს.