VIDEO: უკრაინის ომის ქართველი გმირი ძმები - ამბავი ოჯახზე, რომელმაც ორი შვილი უკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლას შესწირა

ძმები მაჭარაშვილი

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ეთნიკურად ქართველი, უკრაინის მოქალაქე ძმები თემურ და ერნესტ მაჭარაშვილები დაიღუპნენ.

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლი, 37 წლის ერნესტ მაჭარაშვილი 13 ოქტომბერს ხერსონთან ახლოს მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება მის ძმას, უკრაინის არმიის მოხალისე კაპელანს, თემურ მაჭარაშვილს, ის აპრილში ზაპოროჟიეს ფრონტზე ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს და სასტიკი წამებით მოკლეს.

ინფორმაცია "ამერიკის ხმამ" ომში დაღუპული ჯარისკაცების შესახებ შექმნილ უკრაინულ პორტალზე დაყრდნობით გაავრცელა.

ძმები მაჭარაშვილების გმირობის ამბავი მთელმა უკრაინამ იცის. რუს აგრესორებთან მეომარი მათი თანამებრძოლები თემურისა და ერნესტის ოჯახს, ხშირად უყვებიან, როგორ იბრძოდნენ ოკუპანტებს სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე.

თემურ და ერნესტ მაჭარაშვილები ომის დაწყების დროს ქვეყანაში არ იმყოფებოდნენ, თუმცა დაბრუნება და ოკუპანტთან ბრძოლა პირველივე დღეს გადაწყვიტეს.