1737312489
უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქში 12 დასახლება გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაათავისუფლეს ლუგანსკის ოლქის 12 დასახლება რუსი ოკუპანტებისგან. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
გაიდაის თქმით, ბელოგოროვკა რუსული არმიის მუდმივი დაბომბვისა და თავდასხმების ქვეშ იმყოფება და რეგიონის ტერიტორიაზე ყოველდღიურად მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.
„უკვე ოფიციალურად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან 12 დასახლება გაათავისუფლეს. წინსვლა ადვილი არ არის, ლუგანსკის ოლქის ყოველი მეტრი ძალიან რთულია. ჩვენს არტილერისტებს აქვთ შორი მოქმედების იარაღი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობა გაუწიონ“, - აცხადებს სერგეი გაიდაი.