დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
მშვიდობის უკრაინული ფორმულა არსებობს - უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობისთვის არსებობს გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება განხორციელდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამში“ წერს.
მისი თქმით, „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობისას ასეთი გადაწყვეტილებების შესახებ წინადადებები წარადგინა.
„წარმოვადგინე წინადადებები ასეთი გადაწყვეტილებების შესახებ - კონკრეტული და გულწრფელი. უკრაინა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს სთავაზობს ჩვენთან ერთად იყვნენ მშვიდობის თანაშემქმნელები“, - აცხადებს ზელენსკი, რომელიც მშვიდობის უკრაინულ ფორმულის დეტალებს აქვეყნებს.
„უკრაინის წინადადებები ასეთია : 1. რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება; 2. სურსათის უვნებლობა; 3. ენერგეტიკული უსაფრთხოება; 4. ყველა პატიმრისა და დეპორტირებულის გათავისუფლება; 5. გაერო-ს წესდების განხორციელება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა; 6. რუსული ჯარების გაყვანა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა; 7. სამართლიანობის აღდგენა; 8. ანტი-ეკოციდი; 9. ესკალაციის პრევენცია; 10. ომის დასრულების დაფიქსირება“, - წერს ზელენსკი.
მისი თქმითმ უკრაინა „მინსკი 3-ს“ არ დაუშვებს.
„ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს გააძლიეროს თავისი ძალები და შემდეგ დაიწყოს ტერორისა და გლობალური დესტაბილიზაციის ახალი სერია. არ იქნება „მინსკი-3“, რომელსაც რუსეთი შეთანხმებისთანავე დაარღვევს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.