VIDEO: უკრაინის დელეგაცია მოსალაპარაკებლად ბელარუსში უკვე ჩავიდა

რუსეთ-უკრაინა

უკრაინის დელეგაცია რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ბელორუსია-უკრაინის საზღვრის მიდამოში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

პრეზიდენტის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩიცკი.

აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებების მთავარი საკითხია ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა.

შეგახსენებთ, რომ დღეს შესაძლოა აგრესორ ქვეყანასთან პირველი მოლაპარაკებები შედგეს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.