„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
უკრაინა - მკაცრი სამხედრო კონტროლი, ჩხრეკა, თითოეული ადამიანის იდენტიფიცირება დამადასტურებელი პერსონალური დოკუმენტაციით, დაზაფრული უკრაინელები, ცხელი წერტილებიდან თავის დაღწევის გზები და აბსოლუტური მოულოდნელობა...
და, სასიამოვნო მელოდია, ცნობილი სიმღერის ჰანგების ფონზე, ხელებაწეული ახალგაზრდა ქალი, რომელიც ჯარისკაცის ბრძანებაზე ტრიალდება და მის წინ საქმრო ჩნდება... საომარ მოქმედებებში, ცეცხლში გახვეულ უკრაინაში საპატარძლო თაიგულს მაინც პოულობს და ალბათ, საყვარელ ქალს ხელს ყველაზე არაორდინარულად სთხოვს - ეს უკრაინაა და ყველაზე ემოციური ხელის თხოვნის ცერემონიალი, რომლის ვიდეო კადრები ინტერნეტჰიტად იქცა...
ცნობისთვის, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ომის მიმდინარეობისას 3973 წყვილმა იქორწინა.