მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
მოლდოვის საზღვარზე სამხედროების 8-კაციანი ჯგუფი დააკავეს. ისინი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ, მათ შორის არის სოფია როტარუს ვაჟი და შვილიშვილი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, უკრაინელები მოლდოვის მოქალაქის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ. 8-კაციანი ჯგუფი უკანონოდ გაქცევას ნავით ცდილობდა.
ამ დროისთვის ყველა ბრალდებული დაკავებულია. თავად როტარუს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
იქამდე უკრაინელი მომღერალი სოფია როტარუ უკრაინაში მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა. მან დაგმო ომი, რომელიც პუტინმა გააჩაღა უკრაინაში.
„დამოუკიდებლობა და თავისუფლება ძვირია - მართალია, მაგრამ ნამდვილად ღირს თუ არა რუსული რაკეტებით გაანადგურონ მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები და გაანადგურონ უკრაინის ქალაქები. ეს ფაქტები გულს მტკენს! მე კიევში ვარ! ვლოცულობ ჩვენი დამცველებისთვის, მშვიდობა უკრაინაში“, - განაცხადა როტარუმ.