გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
უკრაინის ომი ისრაელისთვის შეხსენებაა, რომ ჩვენ გვყავს მეგობრები, მოკავშირეები, თუმცა ჩვენი უსაფრთხოება ყოველთვის მხოლოდ ჩვენს ხელში უნდა იყოს, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იარ ლაპიდმა განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ისრაელის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა იტოვებს უფლებას, სამხედრო გზით იმოქმედოს ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ.
„ეს ომი შეხსენებაა ისრაელისთვის. ჩვენ გვყავს მეგობრები. გვყავს მოკავშირეები, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოება ყოველთვის უნდა იყოს მხოლოდ ჩვენს ხელში“, – აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.