„ქარბუქი, ძლიერი თოვლი, ყინვა, ზვავსაშიშროება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1768212499
ცნობილი ძაღლი „პატრონი“ ჩერნიგოვის რეგიონში მაშველებს ნაღმების განეიტრალებაში ეხმარება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საგანგებო სიტუაციების სამსახურმა უკრაინელებს ძაღლი პირველად 15 მარტს გააცნო.
„გაიცანი, ის ორი წლისაა. ის არის ჩვენი ჩერნიგოვის პიროტექნიკოსების სული, თან გვახლავს ყოველთვის და ყველგან. სხვათა შორის, მას ძალიან უყვარს ყველი, ამიტომ ჩვენი ბიჭები, ხანდახან, სიამოვნებით აჭმევენ მას“,- წერდა მაშინ საგანგებო სიტუაციების სამსახური.
19 მარტის მდგომარეობით, ომის დაწყებიდან, ძაღლმა, საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გაანეიტრალა თითქმის 90 ასაფეთქებელი ობიექტი.