პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწამები ცხედრები იპოვეს.
უკრაინაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი მამა ნექტარიოს მჭედლიძე სოციალურ ქსელში სწორედ ბუჩაში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.
„ბუჩაში ხდება სრული ჯოჯოხეთი ხალხო. სარდაფებში ბავშვებია გაკოჭილი და დახვრეტილი. რუსეთი ჯოჯოხეთში დაიწვას ერიან-ბერიანად... ერთ-ერთი სახლის სარდაფში ოკუპანტებმა მოაწყვეს ყაზარმა, ხოლო გვერდით ოთახში - წამების ოთახი, სადაც დახვრიტეს მშვიდობიანი მოქალაქეები. მათ ხელბორკილები დაადეს, მუხლებზე დააჩოქეს და უმოწყალოდ მოკლეს,“ - წერს მამა ნექტარიოს მჭედლიძე.