კადიროვი ამჯერად პესკოვს უპირისპირდება

პესკოვი-კადიროვი

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი დიმიტრი პესკოვს დაუპირისპირდა. საუბაირა ვლადიმირ პუტინის პრესპიკერის იმ განცხადებაზე, სადაც მან რუსეთის სახელმწიფო პირველი არხის წამყვან ივან ურგანტს “ნამდვილი პატრიოტი” უწოდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

კადიროვმა დიმიტრი პესკოვი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან  კომენტარი არ გააკეთა ჩეჩნეთის მეთაურისთვის გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდების მინიჭებაზე.

„არ ვიცოდი, მაგრამ თურმე იმისთვის, რომ გახდე შენი ქვეყნის პატრიოტი, უნდა გააკრიტიკო რუსეთის ქმედებები და წახვიდე საზღვარგარეთ, მეტიც, პათეტიკურად შექმნა აჟიოტაჟი ადამიანის გარშემო და შემდეგ, როდესაც დაპირისპირების პოლიტიკური ხარისხი დაეცემა, დაბრუნდე ისე, არაფერი მომხდარა”, – თქვა კადიროვმა.

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის წამყვანი ივან ურგანტი უკრაინაში რუსეთის შეჭრას და ომს “ინტაგრამზე” გამოეხმაურა და ფოტოს სახით შავი კვადრატი გამოაქვეყნა წარწერით: “შიში და ტკივილი. არა ომს”. ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ პირველ არხზე შვებულებაში გაუშვეს და ქვეყანა დატოვა.

კადიროვი ამბობს, რომ ურგანტი, რომელიც ისრაელიდან რუსეთში დაბრუნდა და პესკოვმა “დიდ პატრიოტად” შეაფასა, სინამდვილეში “მშიშარაა”.

 კადიროვს გენერალ-ლეიტენანტის წოდება რამდენიმე დღის წინ მიანიჭეს.