საქართველოს ახალი პატრიარქი ჰყავს - შიო III
1778500821
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გაეროს გენერალური მდივნის ინფორმაციით, ანტონიო გუტერეში 19 აგვისტოს ქალაქ ოდესას ეწვევა, სადაც მარცვლეულის ექსპორტი გაეროს შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განახლდა.
გაეროს გენერალური მდივანი ვოლოდიმირ ზელენსკის 18 აგვისტოს ლვოვში შეხვდება და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ ვითარებას განიხილავს.
20 აგვისტოს ანტონიო გუტერეში სტამბოლში ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრს ეწვევა, რომელიც რუსი, უკრაინელი, თურქი და გაეროს ოფიციალური პირებისგან შედგება, რომლებიც უკრაინული მარცვლეულისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს აკონტროლებენ.
საქართველოს ახალი პატრიარქი ჰყავს - შიო III
1778500821
ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა
1778499889