1772562813
VIDEO: მარიუპოლში მოქალაქეებს საცხოვრებელი კორპუსის წინ კრძალავენ
ზუსტად ერთი თვის წინ, 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. ამ მომენტისთვის, ერთ-ერთ ცხელ წერტილად კვლავ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი რჩება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი ყოველ დღე იზრდება.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეებს საცხოვრებელი კორპუსის წინ კრძალავენ.











