ლოცვა, რომელიც ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1777317017
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ სასტუმროში სროლის დროს, მისი რეაგირება უფრო სწრაფი უნდა ყოფილიყო და აღნიშნა, რომ მისმა მეუღლემ, მელანია ტრამპმა, გაცილებით სწრაფად იმოქმედა. ამის შესახებ ტრამპმა ინციდენტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტრამპმა თქვა, რომ მომხდარით შოკირებული იყო.
„მე ვაკვირდებოდი რაც ხდებოდა. ალბათ, უფრო ადრე უნდა წავსულიყავი“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
მედიით გავრცელებული კადრებით და კომენტარების მიხედვით, სროლის შემდეგ ოთახში საიდუმლო სამსახურის აგენტები ავტომატური იარაღებით შევიდნენ. ხოლო იმ ადამიანებს, ვინც პრეზიდიუმში იმყოფებოდნენ, დაევალათ დაწოლა და მაგიდების ქვეშ დამალვა.
აგენტები ტრამპს წამოდგომაში დაეხმარნენ, სწრაფად ააყენეს და დარბაზიდან გაიყვანეს. თუმცა კადრებში ჩანს, რომ მისი მოქმედება არც ისე სწრაფი იყო. სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტი ამას გულისხმობდა.
შაბათ საღამოს ვაშინგტონის „Hilton“-ის სასტუმროში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის მონაწილეობით მიღება იმართებოდა, სროლის ხმა გაისმა.
ეჭვმიტანილი, 31 წლის კალიფორნიელი კოულ თომას ალანია. იგი სასამართლოს წინაშე ორშაბათს წარდგება.
ტრამპმა თავდამსხმელს „ავადმყოფი ადამიანი“ და „მარტოხელა მგელი“ უწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ უკვე დაასახელა, ვინ იყო მისი სამიზნე.