VIDEO: კრემლის პრესსპიკერის შეცდომა და CNN-ის გაოგნებული წამყვანის რეაქცია, როცა პესკოვმა უადგილოდ სიტყვა "მთელი" "ანტის" ნაცვლად წარმოთქვა

gaognebuli ju

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა CNN-ის ეთერში უხერხული შეცდომა დაუშვა, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ის ცდილობდა, მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ უკრაინაში ანტირუსული ოპერაცია მიმდინარეობდა, თუმცა სიტყვა entire - მთელი გამოიყენა, anti - ანტის ნაცვლად და გამოვიდა, რომ რუსეთმა მთელი რუსეთის წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაიწყო. 

მოსმენილით წამყვანი გაოგნდა:

- მთელი რუსეთი?! ჰკითხა პესკოვს.

კრემლის პრესსპიკერმა კი დააზუსტა - ანტირუსული... 

მათ შორის შემდაგრი დიალოგი ასეთია: 

- გადაწყვიტა (რუსეთმა) ჩაეტარებინა სპეცოპერაცია მთელი რუსეთის მოსაშორებლად. (პესკოვი)
- რა?! მთელი რუსეთის? (წამყვანი)
- ანტირუსული.(პესკოვი)