პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური სიყვარულის ისტორიაა, რომელიც უკრაინის ომს უკავშირდება. საქმე ეხება 29 წლის ბრიტანელ ტონი გარნეტს, რომელმაც ცოლ-შვილი მიატოვა და 22 წლის უკრაინელ ლტოლვილ სოფია კარკადიმთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ომს გამოქცეული გოგო, დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი ბედფორდში მცხოვრებმა ახალგაზრდა წყვილმა შეიფარა.
ლვოვიდან დევნილმა ახალგაზრდამ, გარნეტების ოჯახში ათი დღე იცხოვრა. როგორც ამბობს, მასსა და ოჯახის უფროს შორის გრძნობა, პირველი ნახვისთანავე გაჩნდა. მეათე დღეს, როცა სოფია კარკადიმ, გარნეტების ოჯახი დატოვა, თან გაჰყვა ოჯახის უფროსი. ტონიმ მეუღლე და ორი შვილი სწორედ უკრაინელი გოგოს გამო მიატოვა.
ადგილობრივ მედიასთან საუბარში უკრაინელი გოგო აცხადებს, რომ მათ ერთმანეთის დანახვისთანავე შეუყვარდათ.
„ვიცი, რომ გამკიცხავენ, მაგრამ ასეც ხდება. ეს ამბავი ძალიან სწრაფად მოხდა და ეს ჩვენი სიყვარულის ისტორიაა.“- ამბობს სოფია კარკადი.