„იყავით ფრთხილად...“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება უახლოესი დღეების ამინდის შესახებ
1737309037
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან გამოყვანილი ლეკვი სახლში წაიყვანა.
დიპლომატი სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე უსაყვარლესი ლეკვის ვიდეოს აქვეყნებს.
„გაიცანით მარიკი. ის და სხვა ძაღლები წამოიყვანეს მარიუპოლიდან, სადაც ადამიანები გაუჩინარდნენ. არ შემიძლია არ მივცე მას ბედნიერი ცხოვრების შანსი. ახლა ჩემს ორ ძაღლს, გუსტავსა და ბენჯს ახალი მეგობარი ჰყავთ. ომი არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ცხოველების ტანჯვაც არის და კაცობრიობა უნდა იზრუნოს როგორც პირველზე, ასევე მეორეზე. აიყვანეთ მარტო დარჩენილი ცხოველები“, - წერს კულება სოციალურ ქსელში.