„უცხოეთში მელაძე და მისი სიმღერები არავის სჭირდება“ - ქართველ მომღერალს რუსი კოლეგები დაუპირისპირდნენ

ვალერი მელაძე

რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს, ვალერი მელაძეს რუსი კოლეგები უპირისპირდებიან, განხეთქილების მიზეზი უკრაინაში რუსეთის შეჭრა გახდა, რომელზეც მელაძემ განაცხადა, რომ ომი უნდა შეწყდეს. 

თუმცა, ვინც სპეცოპერაციად წოდებულ ომს ამართლებს და პუტინის პოლიტიკის ქომაგია, მომღერალს აკრიტიკებენ და მას ახსენებენ, რომ ფულს რუსეთის გარდა ვერსად იშოვის. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

"შერცხვენილმა" მომღერალმა ვალერი მელაძემ რუსეთში საკონცერტო საქმიანობაში დაბრუნება მაინც გადაწყვიტა. მომღერლის მიერ უკრაინაში ჩატარებული "სპეცოპერაციის" მწვავე კრიტიკის შემდეგ, მისმა ბევრმა მსმენელმა მოწოდებებიც კი გააჟღერა, რომ მელაძის კონცერტს არ დაესწრონ.

დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ვალერი მელაძე პეტერბურგში, კერძო კორპორაციულ წვეულებაზე შენიშნეს. ამ

მუსიკოსი იური ლოზა მიიჩნევს, რომ მელაძე ბევრ ფულს დაკარგავს, თუ რუსული აუდიტორიის გარეშე დარჩება, უცხოეთში კი მელაძე და მისი სიმღერები არავის სჭირდება“, - წერს „ექსპრეს გაზეტა“.

ცნო­ბი­ლი რუსი ბლოგერი კრის­ტი­ნა ბოსი ქართველ მომღერალს „ფარისევლად და სამ­შობ­ლოს მოღოლატედ“ მიიჩნევს და თვლის, რომ „რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის დაგმობით მან უმადურობა გამოიჩინა იმ ქვეყნისადმი, რომელმაც მას ყველაფერი მისცა“.