პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვალერი მელაძე სანქტ-პეტერბურგში კერძო დახურულ კორპორატიულ წვეულებაზე გამოსვლისას გადაიღეს. მომღერლის ფოტო ღონისძიებიდან Admin.anshlak ტელეგრამის არხზე გამოჩნდა.
როგორც რუსული მედია წერს, მომღერალი იქ უახლოესი მეგობრის იუბილეზე იმყოფებოდა და მისთვის იმღერა კიდეც.
„ვალერი ახლა პიტერის კლუბში მღერის, მეგობრის დაბადების დღეზე. ვულოცავ, მაგრამ არა მთელი გულით“, – წერია ფოტოზე, რომელსაც ინტერნეტმომხმარებელი ავრცელებს.
ვალერი მელაძემ არაერთხელ ისაუბრა რუსეთის შესახებ უარყოფითად. კერძოდ, მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რაც უკრაინაში ხდება. ამ საკმაოდ მკაცრი განცხადებების შემდეგ მომღერლის კონცერტების გაუქმება დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, დახურულ წვეულებებზე მელაძე, როგორც ჩანს, აგრძელებს კონცერტს და ფულის გამომუშავებას, როგორც ადრე, წერს რუსული მედია.