პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მუსიკალურმა არხმა RU.TV ვერა ბრეჟნევასთან, ვალერი მელაძესთან და სხვა უკრაინელ მუსიკოსებთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
მაყურებელი ეთერში ვეღარ იხილავს ივან დორნს, მაქს ბარსკის, პოტაპს და ნასტია კამენსკის, ასევე სვეტლანა ლობოდას. გარდა ამისა, აკრძალვა შეეხება რუსულ ჯგუფ Aquarium-ს.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი, არხის წარმომადგენლების თქმით, იყო „მუსიკოსების მკაცრი განცხადებები რუსეთისა და სცენაზე კოლეგების წინააღმდეგ”.
„RU.TV წინა პლანზე აყენებს მსმენელთა პატივისცემას. მუსიკოსების ქედმაღალი, ზიზღისმომგვრელი დამოკიდებულება რუსი მსმენელების მიმართ პოლიტიკური პოზიციის გამოხატვისას სხვა გზას არ ტოვებდა, გადაწყდა ზემოხსენებულ მუსიკოსებთან არსებული კონტრაქტების შეწყვეტა”, – ნათქვამია RU.TV-ის Instagram-ის გვერდზე.
RU.TV მიიჩნევს, რომ არტისტების მკაცრი პოზიცია შესაძლოა გამოწვეული იყოს არა პირადი პოზიციით, არამედ უკრაინული მხარის ზეწოლით მუსიკოსებზე და მათ ახლობლებზე.
ამასთან დაკავშირებით, მაუწყებლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომავალში, ყველა გარემოების დაზუსტების შემდეგ, თეორიულად შეიძლება, მიღებულ იქნას გადაწყვეტილება თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ.
ასევე, რუსულმა არხებმა სასწრაფო წესით შეაჩერეს ყველა რეკლამა, სადაც ცნობილი შოუმენი, მაქსიმ გალკინი მონაწილეობდა. საქმე მის პოლიტიკურ შეხედულებებს ეხება, რომელმაც ღიად დაგმო პუტინის აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე. ამ დროისთვის გალკინს კომენტარი არ გაუკეთებია.