„უოლ სთრით ჯორნალი“ - უკრაინა და აშშ გეგმავენ მასშტაბური შეთანხმების დადებას, რომლის ფარგლებში, კიევი ვაშინგტონს ომში გამოცდილ დრონების ტექნოლოგიებს კომპენსაციის სანაცვლოდ გაუზიარებს

დრონების ტექნოლოგიები

უკრაინა და აშშ გეგმავენ მასშტაბური შეთანხმების დადებას დრონების შესახებ, რომლის ფარგლებში, კიევი ვაშინგტონს ომში გამოცდილი დრონების ტექნოლოგიებს კომპენსაციის სანაცვლოდ გაუზიარებს. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, გარიგების ღირებულება შესაძლოა, მილიარდობით დოლარი იყოს.

უკრაინის წარმომადგენლები მიმდინარე კვირაში ვაშინგტონში პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის შეხვედრას გეგმავენ. გამოცემა „ტელეგრაფი“ კი იუწყება, რომ აშშ-ში მთავრობის „შათდაუნის“ გამო მოლაპარაკებები გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

როგორც „უოლ სთრით ჯორნალი“ აშშ-ის მთავრობის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, შეთანხმების დადებას, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეს დასჭირდება.