საშობაო წესები: რა უნდა გააკეთოთ, რომ ოჯახში კეთილდღეობა და სიმშვიდე გქონდეთ
1736067434
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიერ ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია. მისივე თქმით, ახლა უკრაინამ უნდა გაუძლოს "ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ისტერიას, რომელიც გამჭვირვალე ენერგეტიკულ პოლიტიკას მოსკოვთან მაფიოზურ სქემებს ამჯობინებს".
"25 წელზე მეტი წლის წინ, როდესაც პუტინს ძალაუფლება აჩუქეს, ყოველდღიურად, უკრაინის გავლით რუსული გაზის წლიური გადატუმბვა შეადგენდა130+ მილიარდ კუბურ მეტრს, დღეს რუსული გაზის ტრანზიტის მაჩვენებელი ნულია. ეს მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია. რუსეთის მხრიდან ენერგიის იარაღად გამოყენებისა და პარტნიორების ცინიკური შანტაჟის შედეგად, მოსკოვმა ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ბაზარი დაკარგა. ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პერიოდში საერთო ამოცანა ახლა მოლდოვის მხარდაჭერაა. ჩვენ უნდა გავუძლოთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ისტერიას, რომელიც გამჭვირვალე ენერგეტიკულ პოლიტიკას მოსკოვთან მაფიოზურ სქემებს ამჯობინებს. ჩვენ ასევე ნამდვილად ვიმედოვნებთ ევროპაში ამერიკული გაზის მიწოდების გაზრდას, რაზეც პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე ისაუბრა. თანამშრომლობა და ბაზარზე არსებული პარტნიორების მაქსიმალური შეთავაზებები ფასებს უფრო კომფორტულს გახდის", – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.