მასკი გაერთიანებული სამეფოს მეფეს პარლამენტის დათხოვნისა და არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს

მასკი

ილონ მასკი გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზს, პარლამენტის დათხოვნისა და არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს. მიზეზი მოძალადეთა ბანდების საქმეზე ხელისუფლების არასათანადო რეაგირებაა. ამის გამო, ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის წევრმა განცხადებების სერია გამოაქვეყნა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრზე დაწერა, რომ კირ სტარმერი სამეფო პროკურატურას ხელმძღვანელობდა როდესაც "მოძალადეების ბანდებს შეეძლოთ გოგონების ექსპლუატაცია გასამართლების გარეშე".

მან, ასევე, დაწერა, რომ უსაფრთხოების მინისტრი ჯეს ფილიპსი ციხეში ყოფნას იმსახურებს. გაერთიანებულ სამეფოში მწვავე დებატები მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმად, უსაფრთხოების მინისტრმა, ქალაქ ოლდჰემის საბჭოს უარი უთხრა, ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე სახელმწიფო გამოძიების ჩატარებაზე, საქმის წარმოება კი ადგილობრივ საბჭოს დაავალა.

ბრიტანეთში პოლიტიკოსთა და საზოგადოების ნაწილი ძალადობის საქმეების ეროვნულ გამოძიებას ითხოვს. მედიის მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, ორგანიზებული ბანდების მიერ ქალებისა და ბავშვების სისტემური სექსუალური ძალადობის შესახებ სხვადასხვა ქალაქში მრავალი გამოძიება მიმდინარეობდა. დანაშაულის ჩამდენი პირები კი, ძირითადად, პაკისტანური წარმოშობის მამაკაცები იყვნენ.