მეცნიერებმა დაასახელეს ხილი, რომელშიც კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერება აღმოაჩინეს - ნახეთ კვლევის შედეგები

ხილი

იტალიელმა მეცნიერებმა სიენის უნივერსიტეტისა და სხვა სამეცნიერო დაწესებულებებიდან აღმოაჩინეს ბუნებრივი ნივთიერება,რომელიც აუმჯობესებს კიბოს დროს ჩატარებული ქიმიოთერაპიის შედეგებს.

კვლევა გამოქვეყნდა სამეცნიერო პუბლიკაციაში International Journal of Molecular Sciences (IJMS).

ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ოლეანოლის მჟავა პრეპარატ კამპტოთეცინთან ერთად გაზრდის მკურნალობის ეფექტურობას. ოლეანოლის მჟავა გვხვდება ყურძენში, ზეითუნის ზეთში და ბევრ სხვა მცენარეულ საკვებში.

ახალ კვლევაში ჯგუფმა გამოიყენა ბირთვულ მაგნიტური რეზონანსის მეთოდი, რათა შეესწავლა მჟავას თვისებები ყურძნის გამონაწვლილის ექსტრაქტიდან. ტესტებმა აჩვენა ნივთიერების მნიშვნელოვანი გავლენა კიბოს უჯრედების სიცოცხლისუნარიანობაზე ქიმიოთერაპიულ აგენტთან ერთად.

კამპტოთეცინში ოლეანოლის მჟავის დამატებამ შეამცირა პრეპარატის საჭირო კონცენტრაცია მარტო კამპტოთეცინის გამოყენებასთან შედარებით. გაგრძელება