უკრაინულმა ძალებმა მოსკოვის ოლქში რუსული საბრძოლო ვერტმფრენი გაანადგურეს

უკრაინულმა ძალებმა მოსკოვის ოლქში რუსული საბრძოლო ვერტმფრენი გაანადგურეს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოპერაციის შედეგად მოსკოვის ოლქში მდებარე „კლინ-5“-ის აეროდრომზე რუსული მოიერიშე ვერტმფრენი, „მი-24“ იყო განადგურებული. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

დამწვარი ვერტმფრენი 92-ე ესკადრილიაში შედიოდა.

ოპერაციის სხვა დეტალები უცნობია.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინულმა ძალებმა 369 რუსული თვითმფრინავი და 329 ვერტმფრენი გაანადგურეს.