1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ცესკომ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით "სმარტმატიკის" ბრენდირებული მარკერები, არჩევნების წინა დღეს, არაბრენდირებული მარკერებით ჩაანაცვლა.
მისი განმარტებით, ამ მარკერებს სხვა მტკიცებულებებთან ერთად სასამართლოზე წარადგენენ.
"ცესკომ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით "სმარტმატიკის" ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომლებსაც მტკიცებულების სახით წარვადგენთ სასამართლოზე სხვა მტკიცებულებებთან ერთად. სწორედ ეს მარკერები ტოვებდა იმ კვალს, რომლის საფუძველზეც ილახებოდა ფარულობის და შესაბამისად, თავისუფალი ნების გამოხატვის კონსტიტუციური პრინციპები", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.