უკრაინულმა ძალებმა კიევში 127 პრორუსი დივერსანტი დააკავეს

ომი

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინულმა ძალებმა კიევში  სულ 127 პრორუსი დივერსანტი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო UNIAN, კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიკოლა ჟირნოვის განცხადებზე დაყრდნობით, ავრცელებს.

მისი თქმით, დედაქალაქის ირგვლივ ბლოკ-პოსტების განთავსება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო დივერსანტების პოვნისთვისა და დაკავებისთვის. იკოლა ჟირნოვის განცხადებით, უკრაინის დედაქალაქში 35 ბაზარი და 635 მაღაზიაა ღია, რაც იმას  ნიშნავს, რომ  კიევს საკმარისი სასურსათო მარაგი აქვს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.