რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
კიევში სამთავრობო კვარტალზე შესაძლო თავდასხმის გამო, უმაღლესი რადას სხდომა გაუქმებულია. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
უმაღლესი რადას შემდეგი შეხვედრა დეკემბერშია დაგეგმილი.
ალექსეი გონჩარენკოსა და სხვა დეპუტატების თქმით, დეპუტატები დაბომბვის საფრთხის არსებობის შესახებ გააფრთხილეს და მოუწოდეს, შეზღუდონ სამთავრობო კვარტალში გადაადგილება.
დეპუტატმა, ტარას ბატენკომ განაცხადა, რომ პოლიტიკოსებმა 21 ნოემბერს იცოდნენ ბალისტიკური დარტყმის საფრთხის შესახებ, დღეს კი მიღებულია ინფორმაცია ახალი საფრთხის შესახებ.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია უკრაინის პარლამენტზე შესაძლო სარაკეტო თავდასხმის შესახებ უახლოეს დღეებში. ვნახოთ, მოხდება ეს თუ არა. პუტინმა მაქსიმალურად გაზარდა უკრაინელი ხალხისთვის ფსონები“, – განაცხადა ბატენკომ.