1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დე ფაქტო ლიდერებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა საყოველთაო მობილიზება გამოაცხადეს.
როგორც უკრაინული მედია წერს, დონეცკის ოლქში სეპარატისტთა ლიდერმა შესაბამისი ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ გაავრცელა. მიმართვაში დენის პუშილინი მოუწოდებს ყველა მამაკაცს, ვისაც ხელში იარაღის ჭერა შეუძლია, „დადგნენ თავიანთი ოჯახების დასაცავად“.
როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, მანამდე სეპარატისტთა ლიდერებმა რუსეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ამას წინ უძღოდა რუსულ მედიაში ლუგანსკში აფეთქებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
უკრაინის ხელისუფლება კი, რუსეთის მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციებზე საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ 17 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისთვის საბაბის ხელოვნურად შექმნას აპირებს.