აშშ უკრაინაზე კიბერთავდასხმაში პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

tetri saxli

აშშ-მა რუსეთს ბრალად დასდო, რომ ის დგას უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის საბანკოსი სისტემაზე 15 თებერვლის თავდასხმების უკან.

კიბერუსაფრთხოების სფეროში თეთრი სახლის მთავარმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ენ ნოიბერგერმა, 18 თებერვალს ჟურნალისტებს უთხრა: „ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა უკრაინის ბანკებზე ამ კვირაში მოწყობილ ფართომასშტაბიანი თავდასხმებისთვის“.

ნოინბერგერის თქმით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გადაწყვიტეს სწრაფად გაევრცელებინათ ინფორმაცია კიბერთავდასხმების გარშემო ამ ვითარებაში, როცა უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მასირებული თავმოყრა მოხდა. ნოინბერგერის თქმით, ამერიკელმა ექსპერტებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან, გე-ერ-უსთან დაკავშირებული სტრუქტურა „იყო ჩარეული უკრაინაში არსებულ IP-მისამართებსა და დომენებზე დიდი რაოდენობით შეტყობინებების გაგზავნაში“.

აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დიდ ხანია ადანაშაულებენ რუსეთს ჰაკერთა თავდასხმებში, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დამნაშავეობრივი ჯგუფების მიერ.