უკრაინული მედია: რუსეთი ჩასოვ იარზე შეტევას აძლიერებს

უკრაინული მედია: რუსეთი ჩასოვ იარზე შეტევას აძლიერებს

რუსი ოკუპანტები უკრაინის დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ ჩასოვ იარზე შეტევას აძლიერებენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსები სხვადასხვა საბრძოლო ტაქტიკას იყენებენ, რათა არხის სევერსკი დონეცის გადაკვეთა და ქალაქში შესვლა შეძლონ. ამ მიზნით რუსული ჯარი იერიშების რაოდენობას ზრდის.

როგორც ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება „ლუგანსკის“ პრესმდივანმა ანასტასია ბობოვნიკოვამ ტელეარხ „კიევ 24“-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, „ცივი ამინდის მიუხედავად რუსები ხსენებულ მიმართულებაზე იერიშებს განაახლებენ“.

მისი თქმით, მოწინააღმდეგე ჩასოვ იარის მიმართულებაზე საჯარისო შენაერთებისა და შეიარაღების გადასროლას ახორციელებს. „ჩვენ ვხედავთ, რომ მათ უკვე დააგროვეს დიდი საჯარისო შენაერთი, და ისინი, სამწუხაროდ, უკვე გადადიან შეტევაზე, შტურმების რაოდენობა იზრდება“, - აღნიშნა მან.