უკრაინული მარცვლეულით გემი შავი ზღვის პორტიდან არ გასულა - რა მოხდა

გემი

გემი, რომელიც 11 აგვისტოს ჩორნომორსკის პორტში უნდა ყოფილიყო უკრაინული მარცვლეულის გადასაზიდად, არ წასულა. მიზეზი უამინდობა იყო. ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე იტყობინება.

„გემი, რომელიც დღეს ჩერნომორსკის პორტის დატოვებას გეგმავდა მარცვლეულის გადასაზიდად, უამინდობისა და საზღვაო პირობების გამო ვერ გაემგზავრა“, - ნათქვამია შეტყობინებაში

ამასთან, მითითებულია, რომ უკრაინაში გაიგზავნება ორი გემი, რომლებმაც 10 აგვისტოს შემოწმება გაიარეს. უკრაინის პორტებში გემების დატვირთვა გრძელდება.

ცნობისთვის, უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ შეთანხმება 22 ივლისს სტამბულში მიღწეული იქნა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის, რუსეთის, გაეროს და თურქეთის წარმომადგენლებმა.